დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი ზაქრო გვიშიანი - მაქსიმალურად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო. ყოველდღიურ რეჟიმში აქვთ კომუნიკაცია შესაბამის კომპანიებთან, მედიკამენტების მინიმალურ დროში მიღებისთვის

მაქსიმალურად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო. ყოველდღიურ რეჟიმში აქვთ კომუნიკაცია შესაბამის კომპანიებთან, მედიკამენტების მინიმალურ დროში მიღებისთვის, - ამის შესახებ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვის მამამ, ზაქრო გვიშიანმა ჯანდაცვის მინისტრ, მიხეილ სარჯველაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც გვიშიანმა აღნიშნა, დღევანდელი შეხვედრა მშობლების ინიციატივით მოხდა, რათა მხარეებს ინფორმაცია გაეცვალათ.

„იმ გადაწყვეტილების შემდეგ, როდესაც გადაწყდა, რომ სახელმწიფო ორ მედიკამენტს შეიძენდა, ფაქტობრივად ორი შეხვედრა გაიმართა. დღევანდელი შეხვედრა ჩვენი ინიციატივით მოხდა. მოვიკითხეთ ინფორმაცია. მაქსიმალურად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო. ყოველდღიურ რეჟიმში აქვთ კომუნიკაცია შესაბამის კომპანიებთან, მედიკამენტების მინიმალურ დროში მიღებისთვის. ჩართულია მთლიანად სამინისტრო, ასევე სახელმწიფოს წარმომადგენლები, ვგულისხმობ ელჩებს, რომ მაქსიმალურად დაჩქარდეს აღნიშნული პროცედურა.

ასევე ვისაუბრეთ ცალკეული სპეციალისტების დამატებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, გავცალეთ ინფორმაციები და საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ მაქსიმალურად არის ჩართული ჯანდაცვის სამინისტრო“,- განაცხადა ზაქრო გვიშიანმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!