კახა წიქარიშვილი დიუშენის სამკურნალო მედიკამენტებზე - კომპანიებთან კომუნიკაცია შემდგარია, მაგრამ მოლაპარაკებების პროცესი ჯერ არ დაწყებულა, ეს დამოკიდებულია კომპანიებზე, როცა ისინი გახსნიან მოლაპარაკებებს

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვის მამის, კახა წიქარიშვილის განცხადებით, შესაბამისი მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიებთან პირველადი კომუნიკაცია უკვე შედგა, თუმცა პრეპარატების საქართველოში შემოტანასთან დაკავშირებით ოფიციალური მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა.

როგორც წიქარიშვილმა ჯანდაცვის მინისტრ, მიხეილ სარჯველაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სახელმწიფო და კომერციული არხები ერთდროულად გამოიყენება იმისათვის, რომ პროცესი მაქსიმალურად დაჩქარდეს.

„ჩვენ ვისურვებდით, რომ უფრო სწრაფად წასულიყო წამლების შეძენის პროცესი, მაგრამ ეს არც ჩვენზეა დამოკიდებული და არც სამინისტროზე. არიან კომპანიები, რომლებმაც სწრაფად და დროულად უნდა მოახდინონ რეაგირება მოთხოვნებზე. სამწუხაროდ, კომპანიები არ არიან ისეთ სწრაფ რეჟიმში, როგორსაც ჩვენ ვისურვებდით. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ დიდხანს არ გაიწელება. რაც მთავარია კომპანიებთან კომუნიკაცია შემდგარია, მაგრამ მოლაპარაკებების პროცესი ჯერ არ არის დაწყებული, ეს დამოკიდებულია კომპანიებზე, როდესაც ისინი გახსნიან მოლაპარაკებებს, მათზეა დამოკიდებული. სხვადასხვა არხები გამოიყენება კომპანიებთან ურთიერთობასთან, ეს არის როგორც სახელმწიფოებრივი არხები, ასევე კომერციული. როგორც მინისტრმა განაცხადა, სხვადასხვა არხები იქნება გამოყენებული, რომ დაჩქარდეს მოლაპარაკების პროცესი“,- განაცხადა კახა წიქარიშვილმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა