The Washington Post - აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმებების განხორციელებისთვის ხელის შეშლა სურს

აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმებების განხორციელებისთვის ხელის შეშლა სურს, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Washington Post-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„აშშ-ის მოქმედმა და ყოფილმა მაღალჩინოსნებმა თქვეს, რომ სადაზვერვო სააგენტოებმა ადმინისტრაცია გააფრთხილეს: ნეთანიაჰუ დიდი ალბათობით ნაბიჯებს გადადგამს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მცდელობების ჩასაშლელად ხანგრძლივი სამშვიდობო შეთანხმება მიაღწიოს ირანთან. ისრაელის პრემიერი ინტენსიური პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ იმყოფება, რომელიც ლიბანში ომის წარმოებას აიძულებს“, - წერს გამოცემა.

დაზვერვის ანგარიშების თანახმად, ისრაელის ხელმძღვანელობა აპირებს ლიბანში „ჰეზბოლას” წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების გაგრძელებას იმისდა მიუხედავად, რომ ამ ქვეყანაში საბრძოლო ქმედებების შეჩერება აშშ-ისა და ირანის შეთანხმებების მნიშვნელოვანი ელემენტია.

ერთ-ერთი წყაროს თქმით, „ჰეზბოლას” წინააღმდეგ დარტყმების ნებისმიერი შეჩერება ან ისრაელის სამხედროების ლიბანიდან გაყვანა მარცხი იქნება ნეთანიაჰუსთვის.

ასევე, აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ ისრაელის ხელისუფლებას არ მოსწონს აშშ-ისა და ირანის მემორანდუმის პირობები, რომელიც არ ითვალისწინებს ირანზე მაქსიმალურ ზეწოლას.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!