ლევან გოგიჩაიშვილი - დღესაც ბევრი საუბრობს, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს, დღესაც, როცა ამას ამბობს ადამიანი, ჩემი გადმოსახედიდან, ეს ადამიანი თამაშობს ივანიშვილის თამაშს

სალომე ზურაბიშვილმა რომ დაიბრუნოს ავტორიტეტი, მან უნდა თქვას, რომ ბოიკოტი იყო შეცდომა და ამ ბოიკოტმა [4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული] ადამიანები ამ მდგომარეობაში ჩააყენა, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი შეცდომას აღიარებს, მის თვალში გაცილებით უფრო პატივსაცემი გახდება.

„ყველაზე მძიმე ამბავია ის, რომ ამ ადამიანებს ვერ ვატყობ, რომ ცვლილებები აქვთ. დღესაც ბევრი საუბრობს, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს. დღესაც, როცა ამას ამბობს ადამიანი, ჩემი გადმოსახედიდან, ეს ადამიანი თამაშობს ივანიშვილის თამაშს. მარტო არჩევნებით შეიძლება ამ ქვეყანაში ცვლილებები, არანაირი რევოლუცია. იმისთვის, რომ სალომე ზურაბიშვილმა დაიბრუნოს ავტორიტეტი, მან უნდა თქვას, რომ ბოიკოტი იყო შეცდომა და ამ ბოიკოტმა ეს ადამიანები ამ მდგომარეობაში ჩააყენა. ეს მას არც ავტორიტეტს გაუფუჭებს, პირიქით, ჩემს თვალში გაცილებით უფრო პატივსაცემი გახდება“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ლევან გოგიჩაიშვილმა გადაცემაში „ოპოზიციის ალიანსზეც“ ისაუბრა და აღნიშნა: „მე არ ვმიჯნავ ერთმანეთისგან სალომეს და „ალიანსს“, ჩემთვის ის იქ არის“.

ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, მინიმუმი, რაც შეიძლება „ოპოზიციის ალიანსმა“ გააკეთოს არის ის, რომ ერთმანეთი „არ დახოცონ“.

სალომე ზურაბიშვილს უნდა ესმოდეს, რომ არ გამოდის ისეთი ერთობები, რომელზეც საუბრობს. შესაძლოა, ალიანსი ერთი პოზიციით გავიდეს[არჩევნებზე], ხოლო აქეთა ფლანგზე რაღაც მოცემულობები შეიქმნას. მაგრამ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის იმ ხალხის მხრიდან თავის შეცდომების აღიარება მზადების პროცესის დაწყება 2028 წლის არჩევნებისთვის. როგორ შეიძლება ორი წლით ადრე დაგეგმო, ორი წლის შემდეგ რა იქნება, წარმოუდგენელია, მაგრამ მინიმუმ წინაპირობა ის არის, რომ იმ ალიანსში თუ რაღაც გააკეთეთ, ერთმანეთს რატომ ხოცავთ? არ ვარ თქვენი გულშემატკივარი, მაგრამ „ქართული ოცნების“ პროპაგანდას რომ ვუყურებ, რაც ეს კონფლიქტი დაიწყო, შედით პროპაგანდისტულ არხებზე და „ნაციონალური მოძრაობით“ იწყება და მთავრდება დღე“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
განაახლე ტექნიკა „მერე“ ბარათით „სილქნეტის“ საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში