დონალდ ტუსკი - პოლონეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტი პუტინს აღაფრთოვანებს და ჩვენს მოკავშირეებს შოკში აგდებს

პოლონეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტი პუტინს აღაფრთოვანებს და ჩვენს მოკავშირეებს შოკში აგდებს, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, უკრაინისა და პოლონეთის პრეზიდენტებმა ემოციები უნდა დაიმშვიდონ და დაძაბულობა არ გააღვივონ.

„პრეზიდენტების, ზელენსკის და ნავროცკის ამოცანა ემოციების დამშვიდებაა და არა დაძაბულობის გაღვივება. ფრონტის ხაზი სხვაგან გადის“, - აღნიშნა პოლონეთის პრემიერმა.

შეგახსენებთ, პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ უკრაინის პრეზიდენტისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის თაობაზე განკარგულება გასცა. მისი განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ქვედანაყოფისთვის „УПА-ს გმირების"(უკრაინის მეამბოხეთა არმია) სახელწოდების მინიჭებაზე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თანხმობის გამო მიიღო. ნავროცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი არ დაუშვებს ევროკავშირში მათ შესვლას, ვისაც „ტოტალიტარიზმისა და ძალადობის კულტზე“ უარის თქმის საჭიროება არ ესმის.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!