დიმიტრი მედვედევი - პოლონეთის პრეზიდენტმა ნაცისტების თაყვანისმცემელ კიეველ დეგენერატს „თეთრი არწივის“ ორდენი ჩამოართვა

პოლონეთის პრეზიდენტმა ნაცისტების თაყვანისმცემელ კიეველ დეგენერატს, ბოლოსდაბოლოს, „თეთრი არწივის“ ორდენი ჩამოართვა, - ასე ეხმაურება რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი პოლონეთის პრეზიდენტის კაროლ ნავროცკის გადაწყვეტილებას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის შესახებ.

„დარწმუნებული ვარ, ეს ბანდერისტების მეთაურისთვის პრობლემა არ იქნება - ახლა მის მწვანე სვიტერზე მეტი ადგილია ჰიტლერის ოქროსფერი მუხის ფოთლებიანი რკინის ჯვრისთვის“, - წერს მედვედევი.

შეგახსენებთ, პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ უკრაინის პრეზიდენტისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის თაობაზე განკარგულება გასცა. მისი განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ქვედანაყოფისთვის „УПА-ს გმირების"(უკრაინის მეამბოხეთა არმია) სახელწოდების მინიჭებაზე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თანხმობის გამო მიიღო. ნავროცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი არ დაუშვებს ევროკავშირში მათ შესვლას, ვისაც „ტოტალიტარიზმისა და ძალადობის კულტზე“ უარის თქმის საჭიროება არ ესმის.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!