ირაკლი კობახიძე - ოპოზიციაში ინტელექტუალური შიმშილია - ვიდრე ასეთი პოლიტიკური პარტიები, როგორიცაა „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მომიჯნავე პარტიები, ოპოზიციის ძირითად ბირთვს წარმოადგენენ, დემოკრატიული სისტემა ვერ ჩამოყალიბდება

ვიდრე ასეთი პოლიტიკური პარტიები, როგორიც არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მომიჯნავე პარტიები, ოპოზიციის ძირითად ბირთვს წარმოადგენენ, დემოკრატიული სისტემა ვერ ჩამოყალიბდება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი ოპოზიციის დასუსტებით, საქართველოს უჩნდება პერსპექტივა, რომ საქართველოში ჯანსაღი ოპოზიცია და ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა ჩამოყალიბდეს.

„ყველა ვხედავთ, რომ არა მარტო ამ პარტიაში [„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“], არამედ რადიკალურ ოპოზიციაში, მძიმე ვითარებაა. არსებობს დეფიციტი, საკადრო და ინტელექტუალური შიმშილი და ამ ყველაფრის გამოხატულებაა ის საკადრო იდეები, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ.

ეს ძალიან კარგია იმისათვის, რომ საქართველოში პოლიტიკური სპექტრი გაჯანსაღდეს. ვიდრე ასეთი პოლიტიკური პარტიები, როგორიც არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მომიჯნავე პარტიები ოპოზიციის ძირითად ბირთვს წარმოადგენენ, დემოკრატიული სისტემა ვერ ჩამოყალიბდება.

ძალიან კარგია, რომ ეს პარტიები სულ უფრო სუსტდება. ასეთ პირობებში საქართველოს უჩნდება იმის პერსპექტივა, რომ ჯანსაღი ოპოზიცია ჩამოყალიბდეს და შესაბამისად ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!