პრემიერი - სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის  სამმართველო შეასრულებს განსაკუთრებულ როლს, რომ თავი დავიცვათ სიძულვილისგან, აგრესიისგან, რასაც ხელოვნურად გვახვევენ გარედან თავს

მნიშვნელოვანია, საზოგადოებაში გაჯანსაღდეს საერთო ვითარება. მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ გარედან ხელოვნურად გვახვევდნენ თავს სიძულვილს, რაც არ არის ქართული კულტურისთვის დამახასიათებელი მოვლენა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ტაჯიკეთში განუცხადა.

მისი თქმით, ამ კუთხით, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მუშაობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა.

„არ შეიძლება, ვიღაცებს გარედან მივცეთ საქართველოში სიძულვილის თავსმოხვევის საშუალება. სამმართველო შეასრულებს განსაკუთრებულ როლს სწორედ ამაში, რომ ჩვენ თავი დავიცვათ სიძულვილისგან, აგრესიისგან, რასაც ხელოვნურად გვახვევენ გარედან თავს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!