კირილ ბუდანოვმა პოლონეთისგან მიღებულ ორდენზე უარი თქვა

სამწუხაროდ, პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ ჩვენი ხალხის მიმართ არამეგობრული ქმედება გამოიყენა, როდესაც უკრაინის პრეზიდენტს ჩამოართვა „თეთრი არწივის“ ორდენი, რომელიც მანამდე ჰქონდა მინიჭებული, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეს არის საჩუქარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის, რომელიც ამას უკრაინისა და პოლონეთის წინააღმდეგ გამოიყენებს.

„ეს საჩუქარია მოსკოველი აგრესორისთვის, რომელიც ამას ჩვენი ორივე ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენებს. ჩვენს ხალხებს დიდი ხნის ურთიერთობები და ისტორიის მრავალფეროვანი გვერდები აქვთ - როგორც გმირული, ასევე ტრაგიკული. თუმცა, ეს უნდა იყოს ღრმა ფიქრის და არა უხეში პოლიტიკური სპეკულაციის საფუძველი“, - აცხადებს ბუდანოვი.

მისი თქმით, უარს ამბობს პოლონეთის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის მიღებულ „ოფიცრის ჯვრის“ ორდენზე.

„ნებისმიერი უკრაინელის მსგავსად, მე არ შემიძლია განზე გავდგე და უბრალოდ ვუყურო, თუ როგორ ტრიალებს სიძულვილის ბორბალი უსაფუძვლოდ და ხელოვნურად ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ. ამის გათვალისწინებით, უარს ვამბობ „ოფიცრის ჯვრის” ორდენზე პოლონეთის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის“, - წერს ბუდანოვი.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ უკრაინული საზოგადოება - როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო პირები - იგივე ემოციებს განიცდის და მხარს დაუჭერს ამ ნაბიჯს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!