ფიქრია ჩიხრაძე - 7 წლის წინ რუსი გავრილოვი ჩაჯდა პარლამენტის მთავარ სავარძელში, ახლა კი, ყველგან „გავრილოვია“, გავრილოვის ღამე გავრილოვის დღეებად, თვეებად, წლებად გაგრძელდა - „გავრილოვის გრძელი ღამე“ უნდა დასრულდეს

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის 14 წლის თავზე, ყველგან „გავრილოვია". გავრილოვის ღამე გავრილოვის დღეებად, თვეებად, წლებად გაგრძელდა - „გავრილოვის გრძელი ღამე“ უნდა დასრულდეს“-, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრი, ფიქრია ჩიხრაძე წერს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იხსენებს 2019 წლის 19-20 ივნისის მოვლენებს, რა დროსაც რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა და რასაც შემდგომ, ქართველებისგან მწვავე პროტესტი მოჰყვა.

„20 ივნისი, 7 წელი გავიდა „გავრილოვის ღამიდან“. მაშინ რუსი გავრილოვი ჩაჯდა პარლამენტის მთავარ სავარძელში; ახლა კი, ,,ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის 14 წლის თავზე, ყველგან ,,გავრილოვია". გავრილოვის ღამე გავრილოვის დღეებად, თვეებად, წლებად გაგრძელდა.

ევროპული მომავლისთვის მებრძოლი გოგო-ბიჭები სინდისის პატიმრებად იქცნენ; ელენე ხოშტარია ციხეში ზის და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს;

უკლებლივ ყველა პოლიტიკურ ლიდერს კვლავ ციხე ელოდება;ვინც ციხეში არ მოხვდება მახინჯი კანონებით გარეთ ექნება თავისუფლება აღკვეთილი.

,,გავრილოვშინა" და ,,გავრილოვის გრძელი ღამე" უნდა დასრულდეს“- წერს ფიქრია ჩიხრაძე „ფეისბუქზე“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!