ლევან მაჭავარიანი - ქალბატონი ზახაროვა კი არა, რუსეთის ხელისუფლებაში ბევრი ადამიანია, რომელიც გაცილებით მძიმე განცხადებებსაც აკეთებს და ეს გასაკვირი არაა - რაც შეეხება საქართველოსთვის რაიმეს მოწოდებას, ეს აბსოლუტურად არ გვაინტერესებს

საქართველოსთვის რაიმე ტიპის მოწოდება, აბსოლუტურად არ გვაინტერესებს, - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ლევან მაჭავარიანი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებას, რომლის თანახმად „საქართველოს სამართალდამცავებმა უნდა იპოვონ და დასაჯონ, ის ხულიგნები თუ რადიკალები“ , რომლებსაც მისვე თქმით, თბილისში, რუსული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ჩაშლის მცდელობა ჰქონდათ.

ლევან მაჭავარიანის თქმით, ქართულ სამართალდამცავ უწყებებს თავიანთი დღის წესრიგი აქვთ.

„ქალბატონი ზახაროვა კი არა, არ ვიცი, რუსეთის ხელისუფლებაში ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც აკეთებს მსგავს განცხადებებს, გაცილებით მძიმე განცხადებებს აშშ-თან მიმართებაში, ევროკავშირის წამყვან ქვეყნებთან მიმართებაში და რა თქმა უნდა, ეს არავის არ უკვირს. რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოსთვის რაიმე ტიპის მოწოდებას, ჩვენ ეს აბსოლუტურად არ გვაინტერესებს, ჩვენ სამართალდამცავ უწყებებს აქვთ თავიანთი დღის წესრიგი და ისინი მიჰყვებიან თავიანთ დღის წესრიგს“- განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, მოელიან, რომ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები დასკვნებს გამოიტანენ და შესაბამის შეფასებას მისცემენ, თბილისში, რუსული ენის დღის ჩაშლის მცდელობას. ზახაროვა იმ პირებს, რომლებსაც მისვე თქმით, ღონისძიების ჩაშლის მცდელობა ჰქონდათ, „ექსტრემისტების ხროვას, რადიკალებსა და ხულიგნებს უწოდებს“.

„იმის გარდა, რომ საქართველოს სამართალდამცავებმა ეს ხულიგნები თუ რადიკალები უნდა იპოვონ და დასაჯონ, შესაძლოა, უბრალოდ რომ დავფიქრდეთ, წიგნიც უნდა მისცენ, თუ ვინაა ანდრონიკოვი? შესაძლოა, ამ მხრივ უნდა მივუდგეთ და რამენაირად გადავარჩინოთ ის ხალხი, რომელიც ფულის სანაცვლოდ ან უბრალოდ ნაციონალიზმის სენით დამუხტულობით დასცინიან რუს პოეტებს”, - განაცხადა ზახაროვამ.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
ერთდროულად ორი - ფრანგული და ქართული დიპლომი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
5-წლიანი გარანტია 100%-იანი ანაზღაურებით: Duracell-ის ექსკლუზიური პირობა
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
როგორ ეუფლებიან ქართველი სტუდენტები ყველაზე მოთხოვნად პროფესიას - გზა კოლეჯიდან დიდ წარმოებამდე