ირანის შინაგან საქმეთა სამინისტრო - ირანი მზადაა ომის გასაგრძელებლად, ასევე, მის დასასრულებლად

ირანი მზადაა როგორც ომის გასაგრძელებლად, ასევე მის დასასრულებლად, - ამის შესახებ ირანის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ალი ზეინივანდმა განაცხადა.
„თუ ომი გაგრძელდება, ირანი თავის მტერს კიდევ ერთ ისტორიულ მარცხს მიაყენებს“, - აღნიშნა ზეინივანდმა.
მისივე თქმით, ირანი ასევე მზადაა ინვესტიციების მოსაზიდად და განვითარების დასაჩქარებლად, თუ პირობები ამის საშუალებას მისცემს.
ალი ზეინივანდის მტკიცებით, ქვეყანამ, მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მიუხედავად, წინსვლის გზები მაინც იპოვა.

























