Guardian - ბრიტანეთის ბედფორდთან ახლოს მატარებლების შეჯახების შედეგად მატარებლის მემანქანე დაიღუპა და 89 ადამიანი დაშავდა

ბრიტანეთის ქალაქ ბედფორდთან ახლოს ორი მატარებლის შეჯახების შედეგად მატარებლის მემანქანე გარდაიცვალა და 89 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულებისგან 11-მა ძალიან სერიოზული დაზიანებები მიიღო, 22 მძიმედ დაშავდა. 56 ადამიანს კი მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა, მათ ნაწილს ადგილზევე გაეწია სამედიცინო დახმარება, ნაწილი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სარკინიგზო ავარიების გამოძიების განყოფილებამ განაცხადა, რომ ინსპექტორების ჯგუფი მტკიცებულებების შესაგროვებლად ადგილზე იმყოფებოდა. გამომძიებლები, სხვა საკითხებთან ერთად, შეისწავლიან, თუ რატომ გაჩერდა ერთი მატარებელი, მეორემ კი გაჩერება ვერ შეძლო.

მომხდარს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი გამოეხმაურა. მან დაღუპულის ოჯახს მიუსამძიმრა, დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებს ტრაგიკულ ინციდენტზე სწრაფი რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!