დონალდ ტრამპი - ირანი 47 წლის განმავლობაში დაუსჯელად სჩადიოდა მკვლელობებს, ვიდრე მე არ მოვედი

რადიკალური მემარცხენეები და „დემოკრატები“ აცნობიერებენ, რამდენად წარმატებულად წარვმართეთ ომი ირანის წინააღმდეგ, რის შედეგადაც ეს ქვეყანა სამხედრო თვალსაზრისით სრულად დამარცხდა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე წერს.

ტრამპის მტკიცებით, ირანი 47 წლის განმავლობაში ყველაფერს დაუსჯელად აკეთებდა და ეს მოცემულობა მხოლოდ მას შემდეგ შეიცვალა, რაც ის პრეზიდენტი გახდა.

„ობამა მხოლოდ მილიარდობით დოლარს აძლევდა მათ ნაღდი ფულის სახით და არასოდეს გამოიყენა ჩვენი მაშინ უკვე დასუსტებული სამხედრო ძალა იმისთვის, რაც უნდა გაკეთებულიყო - მსოფლიოს ტერორიზმის ნომერ პირველი სპონსორის, ირანის, გასაკონტროლებლად. მათ მის მიმართ არანაირი პატივისცემა არ ჰქონდათ. მათ მიაჩნდათ, რომ ის, ისევე როგორც მძინარა ჯო ბაიდენი, სუსტი და არაეფექტიანი ლიდერი იყო და ამაში 100%-ით მართლები იყვნენ.

ირანი 47 წლის განმავლობაში დაუსჯელად სჩადიოდა მკვლელობებს, ვიდრე მე არ მოვედი. შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ამერიკა დაბრუნდა!“ - აცხადებს ტრამპი.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!