საქართველოდან იტალიაში მასშტაბური უკანონო მიგრაციის ხელშეწყობისა და კრიმინალური ორგანიზაციის წევრობის ფაქტებზე ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა

საქართველოდან იტალიაში, მათი სამართალდამცავი ორგანოების მიერ, მასშტაბური უკანონო მიგრაციის ხელშეწყობისა და კრიმინალური ორგანიზაციის წევრობის ფაქტებზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათი ცნობით, იტალიის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირი ექსტრადიციის მიზნით, საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს.

„იტალიის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2011-2019 წლებში, ორგანიზებული ჯგუფის ფარგლებში, ძებნილი პირი მონაწილეობდა მიგრანტების უკანონო გადაყვანაში თურქეთისა და საბერძნეთის გავლით იტალიის რესპუბლიკაში. მისი სავარაუდო ფუნქცია მოიცავდა ფულად გზავნილებთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზებას, მოქალაქეების დანაშაულებრივ დაჯგუფებაში ჩართვას საზღვაო ტრანსპორტის მძღოლებად, მათ მომზადებასა და ნავიგაციასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაციას.

საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღნიშნული პირის იტალიის რესპუბლიკაში ექსტრადიცია დასაშვებად იქნა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით. 2026 წლის 10 ივნისს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გამოსცა ბრძანება ძებნილი პირის იტალიის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ, რის შემდგომაც ძებნილი პირი სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ გადაეცა იტალიის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებს.

აღსანიშნავია, რომ იტალიაში ექსტრადიციის მიზნით ასევე დაკავებულია ამავე ორგანიზებული დაჯგუფების სხვა ლიდერი და მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები.

საქართველოს პროკურატურა გამოხატავს მზადყოფნას, ძებნილი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით, მომავალშიც წარმატებით ითანამშრომლოს პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
ერთდროულად ორი - ფრანგული და ქართული დიპლომი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
5-წლიანი გარანტია 100%-იანი ანაზღაურებით: Duracell-ის ექსკლუზიური პირობა
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
როგორ ეუფლებიან ქართველი სტუდენტები ყველაზე მოთხოვნად პროფესიას - გზა კოლეჯიდან დიდ წარმოებამდე