ირანი ჰორმუზის სრუტეს ხელახლა კეტავს

ირანის სამხედრო სარდლობის განცხადებით, ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის დარღვევისა და აშშ-ის მიერ ომის დასრულების შეთანხმების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის გამო ჰორმუზის სრუტეს კეტავს, - ინფორმაციას CNN-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„შეერთებული შტატების არაკეთილსინდისიერების და ომის დასრულების მემორანდუმის პირველი მუხლის შეუსრულებლობით ნაკისრი ვალდებულებების აშკარა დარღვევის გათვალისწინებით და სამხრეთ ლიბანში სიონისტური რეჟიმის მიერ ცეცხლის შეწყვეტის მუდმივი დარღვევის საპასუხოდ, ჰორმუზის სრუტე დაიკეტება გემების გადაადგილებისთვის“, - ნათქვამია ირანის გაერთიანებული სამხედრო სარდლობის, ხატამ ალ-ანბიას ცენტრალური შტაბის განცხადებაში.

ცნობისთვის, აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, 14-პუნქტიანი ურთიერთგაგების მემორანდუმი ითვალისწინებს „სამხედრო ოპერაციების დაუყოვნებლივ და სამუდამოდ შეწყვეტას ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში“.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!