საქართველოს პროკურატურა საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში რეგიონების საჯარო სკოლებში შეხვედრებს აგრძელებს

საქართველოს პროკურატურა ორგანიზებული დანაშაულების თემაზე საინფორმაციო კამპანიას აქტიურად ატარებს. პროკურორებმა საინფორმაციო შეხვედრები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, წალკის, გორის რაიონის და ასევე, მესტიის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში გამართეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათი ცნობით, პროკურორებმა შეხვედრებზე „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებულ დანაშაულებსა და კრიმინალური მენტალიტეტის შესახებ ისაუბრეს. ასევე, ყურადღება კრიმინალური მენტალიტეტის წინააღმდეგ ბრძოლაზე გაამახვილეს, შესაბამის სამართლებრივ პასუხისმგებლობასა და კანონით გათვალისწინებულ სასჯელებზე.

„აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებების მთავარი მიზანი მოზარდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და დანაშაულის პრევენციაა.

საქართველოს პროკურატურა საჯარო სკოლებში საინფორმაციო კამპანიებს საქართველოს მასშტაბით აქტიურად ატარებს, რაც მომავალშიც გაგრძელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!