საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ორგანიზებული დანაშაულების თემაზე პროკურორებმა თბილისის საჯარო სკოლებში შეხვედრები გამართეს

საქართველოს პროკურატურის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში - ორგანიზებული დანაშაულების თემაზე თბილისის N30 და N31 საჯარო სკოლებში პროკურორებმა შეხვედრები გამართეს.

ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათი ცნობით, მათ სკოლის მოსწავლეებს დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია ისეთ დანაშაულებზე, როგორიცაა „ქურდული სამყაროს“ წევრობა, მისი საქმიანობის მხარდაჭერა და „კანონიერი ქურდისადმი“ მიმართვა.

„შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კრიმინალური მენტალიტეტის წინააღმდეგ ბრძოლას, შესაბამის სამართლებრივ პასუხისმგებლობას და კანონით გათვალისწინებულ სასჯელებს.

საინფორმაციო შეხვედრები ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. სკოლის მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პროკურორებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.

საქართველოს პროკურატურა საჯარო სკოლებში საინფორმაციო კამპანიებს საქართველოს მასშტაბით აქტიურად ატარებს, რაც მომავალშიც გაგრძელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!