პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ, ლეონიდ კუჩმამ და პეტრო პოროშენკომაც თქვეს

უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამ უარი თქვეს პოლონეთის ,,თეთრი არწივის” ორდენზე.

შესაბამის განცხადებებს მათი პრესმდივნები ავრცელებენ.

,,უკრაინის მესამე პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშჩენკომ გადაწყვეტილება მიიღო უარი თქვას პოლონეთის “თეთრი არწივის” ორდენზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის დაჯილდოების გადაწყვეტილების გადახედვასთან უთანხმოების ნიშნად,” - წერს იუშჩენკოს პრესმდივანი.

მანამდე იგივე ორდენზე უარი უკრაინის მეორე პრეზიდენტმა, ლეონიდ კუჩმამაც თქვა, ასევე ნავროცკის გადაწყვეტილებასთან უთანხმოების ნიშნად.

,,თეთრი არწივის” ორდენზე უარი თქვა უკრაინის კიდევ ერთმა ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ.

,,ზელენსკის შემთხვევაშიც და ჩემს შემთხვევაშიც აჯილდოვებდნენ არა სახელმწიფოს მეთაურებს, არამედ უკრაინელებს, ჩვენს მეომრებს, რომლებიც იცავენ უკრაინას, პოლონეთსა და მთელ ევროპას. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება უარი ვთქვა "თეთრი არწივის" ორდენზე”, - წერს პეტრო პოროშენკო.

ცნობისთვის, 19 ივნისს პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ გადაწყვეტილება მიიღო ჩამოართვას უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკი “თეთრი არწივის” ორდენი ერთ-ერთი უკრაინული ქვედანაყოფისთვის “უპა-ის გმირების” სახელწოდების მინიჭების გამო.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!