ჯორჯია მელონი - პრეზიდენტო ტრამპ, ეს მუდმივი და უსაფუძვლო თავდასხმები უაზროა - ჩემი პოპულარობა შენი საქმე არ არის, ჯობია, შენსაზე ფოკუსირდე

ჩემი პოპულარობა შენი საქმე არ არის, ჯობია

შენსაზე ფოკუსირდე,- ასე პასუხობს იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, თითქოს მელონი მასთან მეგობრობის აღდგენას თავისი რეიტინგების გასაზრდელად ცდილობს.

,,ჩემი პასუხი ჩემს შესახებ დონალდ ტრამპის ბოლო პოსტზე. მაგრამ ამ თემას არ დავუბრუნდები, ვინაიდან ჯერ კიდევ მჯერა დასავლეთის ერთიანობის და არ მჯერა, რომ ეს წარმოდგენა ჩვენს ამოცანებს შეესაბამება.

პრეზიდენტო ტრამპ, ეს მუდმივი და უსაფუძვლო თავდასხმები უაზროა. ჩემს პოპულარობას რაც შეეხება, შენთან მეგობრობა ნამდვილად არ დამეხმარა, და ის არცაა დამოკიდებული შენთან ურთიერთობებზე. ჩემი პოპულარობა დამოკიდებულია ჩემს შესაძლებლობაზე, დავიცვა იტალიის ეროვნული ინტერესები, და მუდმივად მხოლოდ ამას ვაკეთებდი.

სწორედ ეს გავაკეთე იტალიაში ამერიკულ ბაზებთან დაკავშირებით. მათი გამოყენება რეგულირდება შეთანხმებებით, რომლებსაც ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემდით, და რომლებიც არ დაირღვევა სანამ პრემიერ-მინისტრი ვარ. იტალია ჯერ კიდევ სუვერენული სახელმწიფოა.

ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემი პოპულარობა შენი საქმე არ არის. გირჩევ შენსაზე ფოკუსირდე,” - წერს მელონი.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში