ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებების ხმა ისმოდა

ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებების ხმა ისმოდა, ქერჩში ნავთობის ტერმინალს ხანძარი გაუჩნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ღამით რუსებმა ოკუპირებული ყირიმის ხიდის დახურვის შესახებ გამოაცხადეს, ხოლო სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქერჩის საზღვაო პორტში ნავთობის ტერმინალზე დარტყმები განხორციელდა და ყირიმში აფეთქებების ხმა ისმოდა.

„ტელეგრამ“ არხების ინფორმაციით, ქერჩის საზღვაო პორტის ტერმინალი ამ დრომდე იწვის.

დრონებით თავდასხმა დაადასტურა ოკუპირებული სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორმა, მიხაილ რაზვოჟაევმაც და აღნიშნა, რომ ქალაქში საჰაერო თავდაცვა მუშაობდა.

ასევე, რაზვოჟაევმა სევასტოპოლში საჰაერო განგაშის შესახებ გამოაცხადა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!