დონალდ ტრამპი - ჰორმუზის სრუტეში გადასახადები არ იქნება

ჰორმუზის სრუტეში გადასახადები არ იქნება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„ჰორმუზის სრუტეში 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში გადასახადები არ იქნება და გადასახადები ამ 60-დღიანი პერიოდის შემდეგაც არ იქნება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ შეთანხმების შეუსრულებლობის გამო მას თავად აშშ არ დააწესებს საკუთარი მიზნებისთვის, როგორც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის მფარველი ანგელოზის სახით გაწეული მომსახურებისთვის წარსული, აწმყო და მომავალი ხარჯების ანაზღაურების მიზნით“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ცნობისთვის, შაბათს ირანის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა შტაბმა გამოაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე კვლავ დახურეს. ირანის შეიარაღებული ძალების განცხადების მიუხედავად, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემები კვლავ გადაადგილდებიან და შაბათს სრუტეში 55-მა გემმა გაიარა.

ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა მოჯთაბა ხამენეის მრჩეველმა, მოჰამად მოხბერმა, აშშ 14-პუნქტიანი ურთიერთგაგების მემორანდუმის პირველი პუნქტის შეუსრულებლობაში დაადანაშაულა, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას „ყველა ფრონტზე“, მათ შორის ლიბანშიც მოიცავს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!