ჯეი დი ვენსი ირანთან მოლაპარაკებებისთვის შვეიცარიაში ჩავიდა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი ირანთან მოლაპარაკებებისთვის შვეიცარიაში ჩავიდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ჯეი დი ვენსმა შვეიცარიაში გამგზავრებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაგეგმილი შეხვედრების ფარგლებში მისი პრიორიტეტებია - ირანთან მოლაპარაკებების ჩარჩოს შექმნა, ბირთვულ საკითხებზე პროგრესის მიღწევა და ლიბანში ცეცხლის შეწყვეტა.

„ჩვენ პოლიტიკური ხელმძღვანელობა უმაღლეს დონეზე გვეყოლება, ხოლო შემდეგ ადგილზე ტექნიკური ჯგუფი დარჩება“, - აღნიშნა ვენსმა.

მისი თქმით, შვეიცარიაში დარჩენა მხოლოდ „ერთი ან ორი დღით“ შეუძლია, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებებში პროგრესს მიაღწევს.

ჯეი დი ვენსის გარდა, აშშ-ის დელეგაციის შემადგენლობაში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი შედიან.

აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებებში მონაწილეობას პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შეჰბაზ შარიფი და არმიის მეთაური ასიმ მუნირიც მიიღებენ, რომლებიც შვეიცარიაში დილით გაფრინდნენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!