ვოლოდიმირ ზელენსკი - ყირიმის ხიდის ორივე მხარეს არსებულ ობიექტებზე დარტყმები განხორციელდა - რუსეთს მხოლოდ ძალის ენა ესმის და ჩვენი შორ მანძილზე მოქმედი ძალა ნამდვილად მშვიდობისთვის მუშაობს

ყირიმის ხიდის ორივე მხარეს არსებულ ობიექტებზე დარტყმები განხორციელდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„ღამით ჩვენმა შორ მანძილზე მოქმედმა „სანქციებმა“ მიზანში ამოიღო ოკუპანტების სამხედრო ლოჯისტიკა, ნავთობის ინდუსტრია და საჰაერო თავდაცვა. ეს ყველაფერი რუსეთის მიერ ჩვენი ხალხის წინააღმდეგ სასტიკ თავდასხმებზე სამართლიანი პასუხია“, - წერს ზელენსკი X-ზე.

ზელენსკის ცნობით, დარტყმები ფრონტის ხაზიდან 300 კილომეტრის მანძილზე განხორციელდა.

„ყირიმის ხიდის ორივე მხარეს არსებულ ობიექტებზე დარტყმები განხორციელდა: საზღვაო ლოჯისტიკა, რომელიც კრასნოდარის მხარეში ნავთობის ტრანზიტისთვის გამოიყენება და ნავთობის ბაზა დროებით ოკუპირებულ ქერჩში. ასევე, წარმატებული დარტყმები განხორციელდა S-400 ანტისარაკეტო სისტემების ოთხ რადარსა და Pantsir-ის ორ სისტემაზე. რუსეთს მხოლოდ ძალის ენა ესმის და ჩვენი შორ მანძილზე მოქმედი ძალა ნამდვილად მშვიდობისთვის მუშაობს“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!