დიდუბეში სატვირთო მანქანის კაბინაზე რკინის კონსტრუქციის დაცემის შედეგად მძღოლი დაიღუპა

დიდუბეში სატვირთო მანქანის კაბინაზე რკინის კონსტრუქციის დაცემის შედეგად მძღოლი დაიღუპა

მძღოლი, რომლის სატვირთო მანქანასაც რკინის კონსტრუქცია დაეცა, დაიღუპა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში დაუდასტურეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ დაიწყო გამოძიება.

თბილისში დიდუბეში, რკინა-ბეტონის კონსტრუქცია, რომელიც ავტომობილს გადაჰქონდა, გადმოცვივდა და მისივე კაბინას დაეცა.

ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა.