დიდუბეში მომხდარის შესახებ, რა დროსაც ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა, დეტალები ხდება ცნობილი

თბილისში, დიდუბეში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მძღოლის ახლობლის ინფორმაციით, მამაკაცი 35 წლის იყო.

როგორც მან განაცხადა, ის შემთხვევის დროს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.

“პატრულმა დაგვირეკა და გაგვაგებინა. ვიცნობდი, უბრალოდ. გარდაიცვალა 35 წლის საოცარი ადამიანი, სხვა არაფერი ვიცი.

მუშაობდა და კომპანიამ გაუშვა - რეისს ასრულებდა. როგორც ჩანს, ძლიერი მუხრუჭის ფონზე მოხდა - გამოძიება იტყვის”, - განაცხადა გარდაცვლილი მძღოლის ნაცნობმა ქალმა.

ცნობისთვის, დიდუბეში, რამდენიმე საათის წინ სატვირთო მანქანას საკუთარი ტვირთი - რკინის კონსტრუქცია დაეცა, რის შედეგადაც მძღოლი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, სატვირთო მანქანას რკინის კონსტრუქციები დაეცა, რომლითაც დატვირთული იყო. კერძოდ, თვითმხილველების ცნობით, სატვირთოს მძღოლმა დაამუხრუჭა, რა დროსაც, რკინა-ბეტონის კონსტრუქცია, რომელიც ავტომობილს გადაჰქონდა, გადმოცვივდა და მისივე კაბინას დაეცა.

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. ადგილზე მობილიზებულები არიან პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!