ისრაელ კაცი - ისრაელის თავდაცვის ძალები ლიბანში უსაფრთხოების ზონიდან არ გავლენ

ისრაელის თავდაცვის ძალები ლიბანში უსაფრთხოების ზონიდან არ გავლენ, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.

„ლიბანში ისრაელის თავდაცვის ძალების მებრძოლებისთვის საფრთხეების აღმოსაფხვრელად შეზღუდვები არ არსებობს“, - განაცხადა ისრაელ კაცმა.

მისი თქმით, „ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცები უსაფრთხოების ზონაში რჩებიან, რომლებიც ჩრდილოეთის დასახლებებს იცავენ“.

მანამდე, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაილ ბაღაიმ განაცხადა, რომ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის გარეშე ირანი აშშ-სთან საბოლოო შეთანხმების მიღწევის მიზნით მოლაპარაკებებში არ ჩაერთვება.

„ამ დებულებების, განსაკუთრებით პირველი პუნქტის [ომის დასრულება ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში] შესრულების გარეშე, საბოლოო შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებების ფაზაში ჩართვა შეუძლებელია“, - აღნიშნა ბაღაიმ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!