დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი - მინისტრმა დაგვიდასტურა, რომ ფარმაცევტული კომპანიებისგან პასუხი მიიღეს

შეხვედრაზე მინისტრმა დაგვიდასტურა, რომ ფარმაცევტული კომპანიებისგან პასუხი მიიღეს, თუმცა საბოლოო პასუხის დაბრუნებამდე გარკვეულ პერიოდს იღებენ, - ამის შესახებ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დაავადების მქონე ბავშვის მშობელმა, თაკო გოგალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მშობლები მზაობას გამოთქვამენ, რომ თუ საჭირო იქნება ყოველდღიურ რეჟიმში ითანამშრომლონ ჯანდაცვის სამინისტროსთან, რათა პროცესები უფრო დაჩქარდეს.

“ჯანდაცვის მინისტრთან ორი შეხვედრა გვქონდა. დასაწყისში განვიხილეთ წერილების შინაარსი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროდან ფარმაცევტულ კომპანიებთან გაიგზავნა. შემდეგ იყო მორიგი შეხვედრა, სადაც მინისტრმა დაგვიდასტურა, რომ ფარმაცევტული კომპანიებისგან პასუხი მიიღეს, თუმცა საბოლოო პასუხის დაბრუნებამდე გარკვეულ პერიოდს იღებენ. ეს მუშაობის პროცესია და ველოდებით, რომ მომავალ კვირას უფრო ზუსტ პასუხს მივიღებთ კომპანიების მხრიდან იმის შესახებ თუ როდის და როგორ დაიწყება. ეს პროცესები დასაჩქარებელია - მუდამ მუშაობის პროცესში და ფხიზლად ვართ ჯანდაცვის სამინისტროსთანაც, რომ პროცესები არ გაიწელოს და დაჩქარდეს. ველოდებით, როგორც ითქვა - ორი თვე, იმედი გვაქვს, ამას არ გადასცილდება. ჩვენ ამისთვის მზად ვართ, რომ თუ საჭირო იქნება ყოველდღიურ რეჟიმში ვითანამშრომლებთ ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომ ეს პროცესები უფრო დაჩქარდეს”, - განაცხადა თაკო გოგალაძემ.

2026 წლის 4 ივნისს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებს შორის შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო პაციენტებს ორი მედიკამენტით უზრუნველყოფს. კერძოდ, შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მედიკამენტებით უზრუნველყოფის საკითხზე იმუშავებს. მშობლების ინფორმაციით, საუბარია ორ მედიკამენტზე. მანამდე რამდენიმე თვის განმავლობაში მშობლები მხარდამჭერებთან ერთად საპროტესტო აქციებს მართავდნენ და ითხოვდნენ მედიკამენტების დაფინანსებას.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება