ჯეი დი ვენსი - ირანი რეგიონული არასტაბილურობის მამოძრავებელი ძალა იყო - ახლა მომავალს ვხედავთ, სადაც მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის მუშაობა ყველას შეუძლია

ბოლო რამდენიმე საათში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა შვეიცარიაში, ირანთან მოლაპარაკებების დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

ჯეი დი ვენსის თქმით, აშშ-ისა და ირანის დელეგაციების დღევანდელი შეხვედრა, პაკისტანისა და კატარის მონაწილეობით, ისტორიულია.

„ვიმედოვნებ, რომ დამატებით პროგრესს მივაღწევთ. დღევანდელი შეხვედრა ტექნიკური მოლაპარაკებების დასაწყისია, რომელიც ყველა აზრთა სხვადასხვაობას ვერ მოაგვარებს, მაგრამ საშუალებას მოგვცემს, რომ ისტორიაში პირველად, მხარეებმა ერთმანეთისთვის მნიშვნელოვანი საკითხები მოვაგვაროთ“, - განაცხადა ვენსმა.

ვენსმა აღნიშნა, რომ აშშ-ს „ახლო აღმოსავლეთის გარდაქმნა სურს“.

„ირანი რეგიონული არასტაბილურობის მამოძრავებელი ძალა იყო. ახლა მომავალს ვხედავთ, სადაც მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის მუშაობა ყველას შეუძლია“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!