„კლინიკების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა დაკავებული ექიმის, გიორგი ჩახუნაშვილის მხარდასაჭერად „თეთრხალათიანების აქცია“ დააანონსა

დაკავებული ექიმის, გიორგი ჩახუნაშვილის მხარდასაჭერად, 22 ივნისს, 11:00 საათზე, ქვეყნის მასშტაბით „თეთრხალათიანების სოლიდარობის აქცია“ დაანონსდა.

“კლინიკების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, ვილი პაჭკორიამ საქართველოში მოქმედ ყველა კლინიკას და ამბულატორიას მოუწოდა, გიორგი ჩახუნაშვილის მხარდასაჭერად ყველანი თეთრი ხალათით დადგნენ კლინიკებთან.

მედიკოსები ექიმ გიორგი ჩახუნაშვილის დაკავებას გმობენ და მას სოლიდარობას უცხადებენ.

„საქართველოს კლინიკების ასოციაცია აღშფოთებულია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ვინაიდან ასეთი ღვაწლმოსილი, გამოცდილი და პატივსაცემი ექიმი, პედიატრი, კარდიორევმატოლოგი, აკადემიკოსი გიორგი ჩახუნაშვილი იქნა უდანაშაულოდ დაკავებული. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს კლინიკების ასოციაცია მოუწოდებს საქართველოში მოქმედ ყველა კლინიკას და ამბულატორიას, სოლიდარობის ნიშნად, ხვალ, დილით, 11:00 საათზე ჩავატაროთ თეთრხალათიანთა 5 წუთიანი სოლიდარობის კონსილიუმი. ყველანი თეთრი ხალათით კლინიკებთან დავდგეთ ერთი მოწოდებით: თავისუფლება და სოლიდარობა გიორგი ჩახუნაშვილს", - განაცხადა ვილი პაჭკორიამ.

4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.

კერძოდ, 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ ექვსი პირი - ია დარახველიძე, დავით ჟღენტი, კონსტანტინე კოკაია, კახაბერ მჟავანაძე, ზაქრო ალბუთაშვილი და დავით სტურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მათ სასამართლომ 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება