ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთზე დარტყმებზე - უფრო შორს წავალთ

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა გააძლიერებს დარტყმებს რუსეთზე, რადგან ეს არის სამართლიანი პასუხი რუსეთის ყოველდღიურ თავდასხმებზე.

„ბრაზი და ემოციები გამართლებულია. როგორც ჩვენი ხალხისთვის, ასევე ჩემთვის. მაგრამ ბრაზს რაღაც უნდა მოჰყვეს. არ შეიძლება, რომ ბრაზს ისევ ბრაზი მოჰყვეს. მათ ეს უნდა იგრძნონ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, რუსეთის საზოგადოებამ ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ გაიაზრა ვლადიმერ პუტინის მიერ დაწყებული ომის შედეგები.

ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინა უკვე აძლიერებს თავდასხმებს იმ სამიზნეების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურას.

ზელენსკიმ ახსენა ტიუმენის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე ბოლო დროს განხორციელებული დარტყმა, რომელიც 2070 კილომეტრში მდებარეობდა. მისი თქმით, უკრაინამ უკვე შეიმუშავა ახალი დრონები, რომლებსაც 3 000 კილომეტრზე მეტ მანძილზე ფრენა შეუძლიათ.

„ეს არის ახალი დრონები, კარგი დრონები. ჩვენ უფრო შორს წავალთ. რადგან გვესმის, სად მდებარეობს მათი სამხედრო ობიექტები, ქარხნები, ნავთობბაზები, გაზის საწყობები და ა.შ. ჩვენ გვჭირდება იარაღი, რომელსაც შეუძლია უფრო დიდ მანძილზე დარტყმა და ჩვენ ამას ვაკეთებთ“, - თქვა ზელენსკიმ.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა