კატარი და პაკისტანი - აშშ-ირანის მოლაპარაკებები დადებით და კონსტრუქციულ ატმოსფეროში ჩატარდა - მიღწეულია იმედისმომცემი პროგრესი

ლუცერნის ტბის სამიტი დადებით და კონსტრუქციულ ატმოსფეროში ჩატარდა. მიღწეულია იმედისმომცემი პროგრესი, მათ შორის შემდგომი ტექნიკური მოლაპარაკებების მექანიზმის შექმნის კუთხით, - ამის შესახებ კატარისა და პაკისტანის ერთობლოვ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადების თანახმად, ბურგენშტოკში, შვეიცარიაში დასრულდა ისლამაბადის ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში მაღალი დონის მოლაპარაკებების პირველი სესია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ირანის ისლამური რესპუბლიკის, ამერიკის შეერთებული შტატების და ორი შუამავალი მხარის - კატარის სახელმწიფოსა და პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის წარმომადგენლებმა.

„მემორანდუმის საფუძველზე, მხარეები შეთანხმდნენ მაღალი დონის კომიტეტის შექმნაზე, რომელიც უზრუნველყოფს მედიაციაზე პოლიტიკურ ზედამხედველობას. მთავარი მომლაპარაკებლები რეგულარულად წარუდგენენ ანგარიშს მაღალი დონის კომიტეტს და უხელმძღვანელებენ ბირთვულ, სანქციებზე ორიენტირებულ სამუშაო ჯგუფებს, ასევე მონიტორინგისა და დავების გადაწყვეტის ჯგუფს, რათა უზრუნველყონ მემორანდუმის ეფექტური განხორციელება და სხვა საკითხებზე.

მაღალი დონის კომიტეტი 60 დღის ვადაში საბოლოო შეთანხმების მიღწევის საგზაო რუკაზე შეთანხმდა, რაც საფუძველს ჩაუყრის შემდგომი ტექნიკური მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ დაწყებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, მხარეებს შორის შეიქმნა საკომუნიკაციო ხაზი ურთიერთგაგების მემორანდუმის მე-5 პუნქტში მითითებული პერიოდისთვის, რათა თავიდან იქნას აცილებული ინციდენტები და არასწორი კომუნიკაცია კომერციული გემების ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გავლის მიზნით.

მხარეები ასევე შეთანხმდნენ მხარეებსა და ლიბანის რესპუბლიკას შორის, მედიატორების ხელშეწყობით, კონფლიქტის მოგვარების უჯრედის შექმნაზე, ლიბანში სამხედრო ოპერაციების შეწყვეტის უზრუნველყოფის მიზნით.

„ტექნიკური მოლაპარაკებები კვირის დარჩენილი ნაწილის განმავლობაში ყველა საკითხზე გაგრძელდება. შუამავალი მხარეები გააგრძელებენ ყველაფრის გაკეთებას იმისათვის, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს კონსტრუქციულ ატმოსფეროში საბოლოო შეთანხმების მიღწევის მიზნით. კატარის სახელმწიფო და პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა გამოხატავენ გულწრფელ მადლიერებას ამერიკის შეერთებული შტატების და ირანის ისლამური რესპუბლიკის მიმართ დიპლომატიისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისადმი მათი მუდმივი ერთგულებისთვის. შუამავალი მხარეები აქებენ ძმურ და მეგობარ ქვეყნებს მიმდინარე მოლაპარაკებებში მათი მუდმივი მხარდაჭერისა და ღირებული წვლილისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ