„დედაენა“ როგორც ქართული AI-ს პირველი კოდი - როგორ გადაიყვანა BTU-მ გოგებაშვილის ლოგიკა ციფრულ სისტემაში

ქართული ენის ციფრული სუვერენიტეტის პროექტის ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი გოგებაშვილის ,,დედაენას’’ AI-სთვის გასაგებ, კვლევით მასალად ამუშავებს. „დედაენამ“, რომელიც საუკუნეზე მეტია ქართული ენის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ახალი დატვირთვა შეიძინა. პროექტის ავტორებმა BTUAI-ის დახმარებით, „დედაენის“ ლოგიკა უკვე გადაიყვანეს კოდირებულ სისტემაში.

ხელოვნურმა ინტელექტმა ქართული ენა მხოლოდ სიტყვების დონეზე არ უნდა დაამუშაოს. მან უნდა გაიგოს, როგორ გამოიხატება აზრი და რა სტრუქტურას ეფუძნება ეს პროცესი - სწორედ ეს გახლავთ ქართული ენის ციფრული სუვერენიტეტის პროექტი. დედაენა გვაჩვენებს, როგორ იწყებს ქართული ენა აზრის აგებას ყველაზე მარტივი ერთეულებიდან: ასოდან, ბგერიდან, მარცვლიდან, სიტყვიდან, წინადადებიდან და პატარა სცენიდან. აღნიშნული ლოგიკა გახდა BTU-სთვის საფუძველი, ქართული ენა AI-ისთვის არა მხოლოდ ტექსტად, არამედ შიდა სტრუქტურის მქონე სისტემად დაენახა. მისი ერთეულებად დაშლით გამოჩნდა, რომ გოგებაშვილის ლოგიკა შემთხვევითი სასწავლო თანმიმდევრობა არ არის. მასში ჩანს ენის აგების მკაფიო გზა - ნიშანი გადადის ბგერაში, ბგერა მარცვალში, მარცვალი სიტყვაში, სიტყვა ობიექტში, ობიექტი წინადადებაში, წინადადება აზრში, აზრი კი კულტურულ მნიშვნელობაში.

„დედაენის“ კოდირებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ქართულენოვან AI-ს სჭირდება არა მხოლოდ მოცულობითი ტექსტური მასალა, არამედ ქართული ენის შიდა სასწავლო ლოგიკა.

BTU-ს მიერ შესრულებული სამუშაო ამ მიმართულებით პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. პროექტის ფარგლებში პროცესი აღიწერება ფუნქციურად: რას ასწავლის, რა როლს ქმნის, რა კოგნიტიურ მოქმედებას იწვევს, რა კონტექსტს მოითხოვს და სად შეიძლება შეცდეს AI.

ამგვარად, „დედაენის“ კოდირება ქართული ენის სიღრმისეული ინფორმაციულ-მათემატიკური მოდელირების საფუძველი გახდა.

როგორც BTU-ს მკვლევრები აღნიშნავენ, „დედაენის“ კოდირება მხოლოდ ტექნიკური პროცესი არ არის. ეს არის მცდელობა, ქართული ენის პირველი სასწავლო სისტემა გადაიქცეს AI-ისთვის გასაგებ სტრუქტურად. უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ BTU-სთვის ეს არის ეროვნული მნიშვნელობის პროექტი. უკვე შესწავლილმა ზოსიმეს ტექსტმა აჩვენა, რომ ქართული ენის ღრმა ლოგიკა თავად ენაში უნდა ვეძებოთ. „დედაენამ“ კი დაალაგა ეს ლოგიკა პრაქტიკულად - ასოდან აზრამდე.

სწორედ ამიტომ „დედაენის“ კოდირება არის ქართული ენის ციფრული სუვერენიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი.

R

ლევან ლორთქიფანიძე - რიგითი მოქალაქეების პოლიტიკურ ხაფანგში აღმოჩენაზე მთავარ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ ვაკისრებ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
ერთდროულად ორი - ფრანგული და ქართული დიპლომი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
5-წლიანი გარანტია 100%-იანი ანაზღაურებით: Duracell-ის ექსკლუზიური პირობა
როგორ ეუფლებიან ქართველი სტუდენტები ყველაზე მოთხოვნად პროფესიას - გზა კოლეჯიდან დიდ წარმოებამდე
„თელავგაზი“ თელავის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლისთვის გაზის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს