GCCA-მა ბავშვისა და დედის მოვლის საშუალებების ბაზარზე განსახორციელებელი კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად ცნო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ სს „გეფას“ მიერ შპს „ჯი-ბი-სის“ 100 %-იანი წილის შეძენის გზით განსახორციელებელი კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, კონცენტრაციაში მონაწილე ეკონომიკური აგენტების საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, კონცენტრაციის შესაბამის ბაზრად მიჩნეულ იქნა ბავშვისა და დედის მოვლის საშუალებების ბაზარი შემდგომი ქვეკატეგორიზაციის გარეშე.

„შესაბამისი ბაზრის ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ 2025 წელს ბავშვისა და დედის მოვლის საშუალებების ბაზრის საერთო მოცულობამ იმპორტის დონეზე 780 624 503 ლარი შეადგინა, ბაზრის კონცენტრაციის HHI ინდექსი 374.31 ერთეულს გაუტოლდა, ხოლო შესაბამის ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტების რაოდენობა 885 იყო. კონცენტრაციის განხორციელების შემდგომ HHI ინდექსი გაიზრდება 4.5 ერთეულით - 378.80 ერთეულამდე.

ანალიზის თანახმად, ბაზარი დაბალკონცენტრირებულია და HHI მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაქსიმალურ (1250) მაჩვენებელს. სამიზნე ეკონომიკური აგენტის საბაზრო წილი დაბალია და, შესაბამისად, უმნიშვნელოა ბაზრის კონცენტრაციის ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსის ზრდის მაჩვენებელიც.

2026 წელს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ 10 კონცენტრაციაზე გასცა თანხმობა.

GCCA-სთვის წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ჯამური ერთობლივი შემოსავალი საქართველოს ტერიტორიაზე, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების წარმოშობის წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მლნ ლარს აღემატება და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი 5 მლნ ლარზე მეტია. სააგენტოს გვერდის ავლით, მის მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირი ჯარიმდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ