შსს - რუსთავში დააკავეს პირი, რომელმაც სწრაფი ჩარიცხვის აპარატებში, თანხის ნაცვლად ყალბი კუპიურები მოათავსა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, დიდი ოდენობით მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, რუსთავში, სხვადასხვა ადგილზე განთავსებულ სწრაფი ჩარიცხვის აპარატებში, თანხის ნაცვლად ყალბი კუპიურები მოათავსა, რის შედეგადაც კომპანიებს ჯამში 3 500 ლარზე მეტი ქონებრივი ზარალი მიადგა.

„სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული რუსთავში დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ