საქართველოს მედიატორთა ასოციაციას ახალი თავმჯდომარე ჰყავს

21 ივნისს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის რიგგარეშე საერთო კრება გაიმართა, რომელზეც ასოციაციის წევრებმა თავმჯდომარის პოზიციაზე თამარ იმნაიშვილი აირჩიეს. ინფორმაციას საქართველოს მედიატორთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, თამარ იმნაიშვილი საქართველოს მედიატორთა ასოციაციის საქმიანობაში მრავალი წელია აქტიურად არის ჩართული. იგი 2019 წლიდან ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრია, ხოლო 2020 წლიდან ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

„მისი პროფესიული გამოცდილება და მედიაციის სფეროში მრავალწლიანი საქმიანობა მნიშვნელოვანი საფუძველი იქნება ასოციაციის შემდგომი განვითარებისა და გაძლიერებისთვის.

რიგგარეშე საერთო კრებაზე ასევე ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად ნინა გერსამია, ხოლო ეთიკის კომისიის წევრად სალომე ბეჟაშვილი აირჩიეს.

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია მადლობას უხდის ასოციაციის წევრებს ნდობისთვის და განაგრძობს საქმიანობას მედიაციის ინსტიტუტის განვითარების, პროფესიული სტანდარტების განმტკიცებისა და მედიატორთა პროფესიული გაძლიერების მიმართულებით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ