თინა ბოკუჩავა - მე წინააღმდეგი ვიყავი ალიანსში შესვლის, პრეზიდენტი სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი, მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა, ამგვარად, მეც დავთანხმდი მის გადაწყვეტილებას

ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ. პრეზიდენტი სააკაშვილის, ლევან ხაბეიშვილის, ირაკლი ნადირაძის ტყვეობის პირობებში, ყოველგვარი ფინანსური რესურსების გარეშე და მუდმივი გაუქმების საფრთხის წინაშე, მაინც გადავრჩით, ვერ გაგვაუქმეს, ვერ გაგვაქრეს! - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს, რითაც პარტიაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, არსებული გამოწვევები ღია, ინკლუზიური, გულწრფელი, დემოკრატიული შიდა პარტიული დისკუსიის შედეგად უნდა დაიძლიოს.

„გაჩნდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, იცოდა თუ არა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ენმ-ს „ოპოზიციის ალიანსში” შესვლის გადაწყვეტილების შესახებ. ბუნებრივია იცოდა და აღნიშნული საკითხი მასთან განიხილებოდა საკმაოდ დეტალურად. მეტიც, მე წინააღმდეგი ვიყავი ალიანსში შესვლის და ამ მოსაზრებას ვუზიარებდი მას. რატომ? - რადგან მიმაჩნია, რომ გამარჯვების დემოკრატიული ფრონტი ფართო საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გაერთიანებაა, რომელიც არჩევნებშიც ერთად უპირისპირდება რეჟიმს, ერთად ერთის წინააღმდეგ. ალიანსი ვერც ერთ ამ მდგენელს ვერ აკმაყოფილებდა. პრეზიდენტი სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი, მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა. ამგვარად მეც დავთანხმდი მის გადაწყვეტილებას ენმ შესულიყო “ოპოზიციის ალიანსში”. შესვლიდან 2-3 თვეში ალიანსის დემონსტრაციულად დატოვება კი არათანმიმდევრულობად მიმაჩნდა და გავიზიარე პრეზიდენტი სააკაშვილის საჯარო პოზიცია, რომ არანაირ დემარშს “ნაციონალური მოძრაობა” არ აპირებდა. ახლა ამ თემის ხელოვნურად აქტუალიზებაც არ მიმაჩნია გამართლებულად. თუ რამეა ხალხთან დაშორებული და მათ რეალურ პრობლემებს მოწყვეტილი, სწორედ ეს დისკუსიაა.

რაც შეეხება შიდა პარტიულ პროცესებს, ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ. პრეზიდენტი სააკაშვილის, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის, თბილისის ორგანიზაციის ხერხემლის ირაკლი ნადირაძის ტყვეობის პირობებში, ყოველგვარი ფინანსური რესურსების გარეშე და მუდმივი გაუქმების საფრთხის წინაშე - მაინც გადავრჩით, ვერ გაგვაუქმეს, ვერ გაგვაქრეს! ეს უპირველეს ყოვლისა ჩვენი გაუტეხელი მხარდამჭერების, რეგიონული და რაიონული ლიდერებისა და ორგანიზაციების დამსახურებაა. მაგრამ ამავდროულად, ეს მნიშვნელოვანწილად სწორედ იმ საერთაშორისო ძალისხმევის დამსახურებაა, რაშიც ენმ-ს საგარეო გუნდი დიდ რესურსს დებს.

არსებული გამოწვევები ღია, ინკლუზიური, გულწრფელი, დემოკრატიული შიდა პარტიული დისკუსიის შედეგად უნდა დავძლიოთ, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ყველა, ენმ-ს ყველაზე ძველი და დამსახურებული წევრიც და ისიც, ვინც ახლა შემოგვიერთდა. მხოლოდ ასეთი პროცესი მიგვიყვანს

გადაწყვეტილებამდე, რომელიც იქნება გამართლებული პოლიტიკური პრაგმატიზმით და გამყარებული ადამიანური მორალით. გავიმარჯვებთ სახელოვნად! ერთად! საქართველოსთვის!“- წერს თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა