ალექსანდრე დარახველიძე - დარღვევის ხარისხის და მასშტაბის მიხედვით ჯარიმების დიფერენცირება მოხდება - თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბებაა, 50 ლარით დაჯარიმდება, სიჩქარის გადაჭარბების ზრდასთან ერთად, უფრო მაღალი ჯარიმები იქნება

[საგზაო მოძრაობის წესების] დარღვევის ხარისხის და მასშტაბის მიხედვით ჯარიმების დიფერენცირება მოხდება - თუკი არის სიჩქარის მცირედი გადაჭარბება, პირი ნაკლები ოდენობის თანხით დაჯარიმდება, ხოლო სიჩქარის გადაჭარბების ზრდასთან ერთად, უფრო მაღალი ტიპის ჯარიმები იქნება, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო გააგრძელებს სწორ ადმინისტრირებას იმისათვის, რომ თითოეული გადაცდომის ფაქტი დროულად გამოვლინდეს და ამ გამოვლენილ ფაქტზე შესაბამისი რეაგირება მოხდეს.

„რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მთავარი მიზანია, რომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები დაცული იყოს. ამ წესების დაცვას უზრუნველყოფს ერთი მხრივ, მძღოლების მხრიდან იმ წესების განუხრელად დაცვა, რაც კანონით არის განსაზღვრული. რა თქმა უნდა, სახელმწიფო გააგრძელებს სწორ ადმინისტრირებას იმისათვის, რომ თითოეული გადაცდომის ფაქტი დროულად იქნას გამოვლენილი და ამ გამოვლენილ ფაქტზე მოხდეს შესაბამისი რეაგირება. წარმოდგენილი ცვლილებებით, დარღვევის ხარისხის და მასშტაბის მიხედვით ჯარიმების დიფერენცირება მოხდება. თუკი არის სიჩქარის მცირედი გადაჭარბება, ნაკლები ოდენობის თანხით, 50 ლარით დაჯარიმდება, ხოლო სიჩქარის გადაჭარბების ზრდასთან ერთად, უფრო მაღალი ტიპის ჯარიმები იქნება. შესაბამისად, დიფერენცირება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, რომ მცირე ტიპის გადაცდომაზე დაბალი ტიპის ჯარიმით მოხდეს რეაგირება, ხოლო მაღალი გადაჭარბების შემთხვევაში, უფრო მაღალი ჯარიმები იქნება. დიფერენცირება საშუალებას მოგვცემს, რომ თითოეულ სამართალდარღვევაზე ეფექტურად მოვახდინოთ რეაგირება", - განაცხადა დარახველიძემ.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა