გზების დეპარტამენტი - მდინარე არაგვის ხიდზე მიმდინარე სამუშაოები დასრულებულია და მოძრაობა ორივე სამოძრაო ზოლზე აღდგენილია

მდინარე არაგვის ხიდზე მიმდინარე სამუშაოები დასრულებულია და მოძრაობა ორივე სამოძრაო ზოლზე აღდგენილია.

კერძოდ, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდზე (მარცხენა, თბილისის მიმართულება), ხიდის სავალი ნაწილის ფილა 20 ივნისს დაზიანდა.

„დაზიანებული ფილის აღდგენის სამუშაოები დაგეგმილზე ადრე დასრულდა და ამ ეტაპზე, ორივე სამოძრაო ზოლზე მოძრაობა აღდგენილია.

აღსანიშნავია, რომ ავტოტრანსპორტის მაღალი ინტენსივობის გამო, მდინარე არაგვზე არსებული ხიდის სრული რეაბილიტაცია ვერ ხერხდება, რის გამოც პერიოდულად ტარდება აუცილებელი აღდგენითი სამუშაოები. ამასთან, არსებული ხიდის პარალელურად ახალი ხიდის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რომლის ექსპლუატაციაში გაშვება მიმდინარე წელს არის დაგეგმილი.

ახალი ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოძრაობის უსაფრთხოებასა და გამტარუნარიანობას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ