თენგიზ შარმანაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ აჭრილები არიან, რაზე საუბრობენ, წარმოდგენა არ აქვთ - ნანუკა ჟორჟოლიანი რომელი დიდი მოაზროვნე მყავს, რომ ყოველ დილით მის უაზრო ნააზრევზე კომენტარი გავაკეთოთ?!

ნანუკა ჟორჟოლიანი რომელი დიდი მოაზროვნე მყავს, რომ ყოველ დილით მის უაზრო ნააზრევზე კომენტარი გავაკეთოთ?! - ის პოლიტიკაში საერთოდ არაფერს წარმოადგენს, როგორ შეიძლება, მისი გეგმები, ან მოსაზრებები სერიოზულად აღიქვა?! - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

რაც შეეხება „ოპოზიციურ ალიანსს“, შარმანაშვილი აღნიშნავს, რომ „მათ არასერიოზულ გადალაგება-გადმოლაგებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“.

მისივე თქმით, „იმდენად არასერიოზული ხალხია, ვერცერთ გეგმას ვერ განახორციელებენ“.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აჭრილები არიან, რაზე საუბრობენ, წარმოდგენა არ აქვთ. რის გამოც ამბობენ, რომ ოპოზიციურ ალიანსში არ უნდა შესულიყვნენ, ეს კრიტერიუმები არც ახლა აკმაყოფილებს და მაინც ამბობენ, რომ ალიანსიდან არ უნდა გამოვიდეთო. მოკლედ, მათ არასერიოზულ გადალაგება-გადმოლაგებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. შიდა ბრძოლები აქვთ და გააგრძელონ ეს ბრძოლები. უამისოდაც განადგურებულები არიან და უფრო განადგურდებიან. იმდენად არათანმიმდევრულ პოლიტიკას ატარებენ წლების განმავლობაში, თან ისეთი მძიმე წარსული აქვთ, ამის ერთობლიობით ისინი ქართულ პოლიტიკაში ვერ გადარჩებიან.

რაც შეეხება ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებას - ამ არასერიოზული პოლიტიკოსის კომენტირებას არ ვაპირებ. ნანუკა ჟორჟოლიანი რომელი დიდი მოაზროვნე მყავს, რომ ყოველ დილით მის უაზრო ნააზრევზე კომენტარი გავაკეთოთ?! პოლიტიკაში საერთოდ არაფერს წარმოადგენს. როგორ შეიძლება, სერიოზულად აღიქვა მისი ან გეგმები ან მოსაზრებები პოლიტიკის თაობაზე?!“ - განაცხადა შარმანაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა