სახალხო დამცველი ლევან ხაბეიშვილისთვის გარე სამყაროსთან, მათ შორის, შვილებთან კომუნიკაციის უფლების შეზღუდვის საკითხის შესწავლის შედეგად, პარლამენტს საკითხის დარეგულირებისთვის წინადადებით მიმართავს

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილისთვის გარე სამყაროსთან, მათ შორის, არასრულწლოვან შვილებთან კომუნიკაციის უფლების შეზღუდვის საკითხის შესწავლის შედეგად, საქართველოს პარლამენტს საკითხის დარეგულირებისთვის წინადადებით მიმართა.

როგორც მან პარლამენტში სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას განმარტა, კანონი ბრალდებულის პირადი ცხოვრების უფლების შემზღუდავი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის საკითხზე, რაიმე სპეციალურ რეგულირებას არ აწესებს, თუმცა აუცილებელია განისაზღვროს წესი, რომელიც საგამოძიებო ორგანოს დაავალებს განიხილოს ბრალდებულისთვის დაწესებული შეზღუდვის მის არასრულწლოვან შვილზე გაუვრცელებლობის შესაძლებლობების საკითხი.

“საანგარიშო პერიოდში დავიწყეთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სისტემური პრობლემის შესწავლა, რომელიც უკავშირდება ბრალდებულთათვის გარე სამყაროსთან კომუნიკაციის უფლების შეზღუდვის პროცესში, არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის ავტომატურ და ბლანკეტურ შეზღუდვას. აღნიშნული პრობლემა გამოიკვეთა ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილის საქმის შესწავლის შედეგად, როდესაც აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის პერიოდში, შეეზღუდა გარე სამყაროსთან, მათ შორის, არასრულწლოვან შვილებთან კომუნიკაციის უფლება. საგულისხმოა, რომ კანონი ბრალდებულის პირადი ცხოვრების უფლების შემზღუდავი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის საკითხზე, რაიმე სპეციალურ რეგულირებას არ აწესებს. აუცილებელია კანონით განისაზღვროს კონკრეტული წესი, რომლის თანახმადაც, საგამოძიებო ორგანოს დაევალება ბრალდებულისთვის გარე სამყაროსთან კომუნიკაციის უფლების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ბრალდების სპეციფიკისა და საქმის ინდივიდუალური გარემოებიდან გამომდინარე, განიხილოს ბრალდებულისთვის დაწესებული შეზღუდვის მის არასრულწლოვან შვილზე გაუვრცელებლობის შესაძლებლობების საკითხი. ამ საკითხის დარეგულირების მიზნით, საქართველოს პარლამენტს წინადადებითაც მოვმართე”, - განაცხადა იოსელიანმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ