4 ოქტომბრის საქმის მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი - ღობე რომც არ ყოფილიყო, იქ არავის ჰქონდა შესვლის უფლება

ღობე რომც არ ყოფილიყო, იქ არავის ჰქონდა შესვლის უფლება, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმის მოსამართლემ რომეო ტყეშელაშვილმა განაჩენის გამოცხადებამდე, სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მან განაჩენის გამოტანამდე ბრალდებულებს მის მიერ მიღებული გამამტყუნებელი განაჩენი განუმარტა.

“ბრალდებულები აცხადებდნენ, თითქოს, ადგილი ჰქონდა პროვოკაციას, თუმცა, მტკიცებულებების გამოკვლევის დროს ეს არ გამოკვეთილა.

ვიდეომტკიცებულებების გამოკვლევისას ვნახეთ, რომ მშვიდობიან აქციაზე გარკვეული განცხადებები გაკეთდა სწორედ იმ ადამიანების მხრიდან, რომელთა მოწოდების საფუძველზე იქ გადაინაცვლეთ. მოგიწოდეს რა - პრეზიდენტის სასახლესთან გადაგენაცვლათ და მამაკაცური ძალებით განგეხორციელებინათ ის ქმედებები, რაც ვიდეოჩანაწერებში ვნახეთ.

აქ არავის ასამართლებენ პატიოსნება-უპატიოსნებაზე, ყველანი პატიოსნები ხართ, აქ განვიხილავთ იმას, დაადასტურა თუ არა ბრალდებამ დანაშაულის ნიშნები.

მშვიდობიანი აქცია იყო თავისუფლების მოედანზე და არც ერთი თქვენგანი იქ არ დაუკავებია პოლიციას. მას შემდეგ, რაც აქციას შეუერთდით ათონელის სასახლესთან, ძალადობა განხორციელდა.

პოლიციის არაერთი თანამშრომელია დაჭრილი. იქნებ ახლა მაინც განასხვაოთ, რა არის შავი და რა არის თეთრი.

პრეზიდენტის სასახლე სტრატეგიული ობიექტია და არავის აქვს უფლება, თუ საშვი არ აქვს, გადაინაცვლოს მის ეზოში . ზოგიერთი თქვენგანი წინა ხაზზე იყავით და დაცვის სამსახური იგერიებდა მოძალადე ჯგუფს. არაერთხელ მოხდა შესვლა, ღობე არ ყოფილა დამაბრკოლებელი. ღობე რომც არ ყოფილიყო, იქ არავის ჰქონდა შესვლის უფლება.

ვიდეოჩანაწერებში ვნახეთ, რომ გადაღებასაც უშლიდნენ აქციის მონაწილეები და ამბობდნენ, რომ ნუ ახდენდნენ გადაღებას. ბრალდების მხარემ ბრალდების დადასტურება მოახერხა 8-ვე ბრალდებულზე”, - განაცხადა ტყეშელაშვილმა.

ცნობისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთ ეპიზოდზე ბრალდებული 8 პირი - ზურაბ ჭავჭანიძე, ვლადიმერ გველესიანი, ამირან დოლიშვილი, ანტონ ვარდანიძე, ალექსანდრე ჩილაჩავა, გენადი კუპრეიშვილი, სულხან ტუღუში და რამაზ მამულაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, რომეო ტყეშელაშვილის გადაწყვეტილებით, რვავე პირს, მათ შორის, ზურაბ ჭავჭანიძეს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა