ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამას აქვს პლუსები და მინუსები, ეს რომ ავწონ-დავწონეთ, ამიტომ გადაწყდა, რომ პროგრამა აღარ გაგრძელებულიყო - ეს ასე უნდა მომხდარიყო!

სოციალურად დაუცველების დასაქმების სახელმწიფო პროგრამას აქვს თავისი პლუსები და მინუსები. ეს რომ გავიაზრეთ და ავწონ- დავწონეთ, სწორედ ამიტომ იყო მიღებული ამგვარი გადაწყვეტილება და მე აბსოლუტურად მხარს ვუჭერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ამ გადაწყვეტილებას. ეს ასეც უნდა მომხდარიყო! - ასე უპასუხა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი შარაშიძის კითხვას, იზიარებს თუ არა პრემიერ-მინისტრის პოზიციას, რომ სოციალურად დაუცველების დასაქმების სახელმწიფო პროგრამა „უსარგებლო“ იყო.

გიორგი ცაგარეიშვილი ეკონომიკური პოლიტიკის და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2025 წლის ანგარიშს წარადგენს.

ცაგარეიშვილმა შარაშიძის კითხვის საპასუხოდ ისიც აღნიშნა, რომ 4-წლიანი პროგრამა პოსტკოვიდურ მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მთავრობის მიერ გაწვდილი დახმარების ხელი იყო და მას ძალიან დიდი ეფექტი ჰქონდა, იმგვარად, რომ საქართველოს ათი ათასობით მოქალაქე ღია შრომის ბაზარზე გამოვიდა.

„4-წლიანი იყო ეს პროგრამა, ეს მინდა გავიმეორო და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა ამ ფაქტორს. ბევრს ავიწყდება, რომ 2022 წელს, როდესაც დაიწყო ეს პროგრამა, იქვე ითქვა, რომ 4-წლიანი იქნებოდა ის. შესაბამისად, პროგრამა დასრულდა და საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს პროგრამა აღარ გაგრძელდეს. პროგრამას ჰქონდა, მათ შორის, საკმაოდ დიდი ეფექტი, ჩვენი ათი ათასობით მოქალაქე ღია შრომის ბაზარზე გამოვიდა, მან ხილული გახადა თავისი შემოსავლები, რითაც საწყის ეტაპზე მიიღო 4-წლიანი ჯავშანი, ესეც არ უნდა დაგვავიწყდეს. ეს პერიოდი იყო პოსტკოვიდური პერიოდი, როცა საკმაოდ მძიმე სოციალური ფონი იყო საზოგადოებაში და არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში, გარკვეული კრიზისი ეკონომიკაში დასაქმების მიმართულებით და თავისი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ მიიღო ეს გადაწყვეტილება და დახმარების ხელი გაუწოდა საზოგადოებას. ამან გასტანა თითქმის 4 წელი და პროგრამა დასრულდა. პროგრამას აქვს თავისი პლუსები და მინუსები, ეს რომ გავიაზრეთ და ავწონ- დავწონეთ, სწორედ ამიტომ იყო მიღებული ამგვარი გადაწყვეტილება და მე აბსოლუტურად მხარს ვუჭერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ამ გადაწყვეტილებას. ეს ასეც უნდა მომხდარიყო. რაც შეეხება, რატომ არ მოხდა ეს 2025 წელს ან 2024 წლის მიწურულს, სწორედ იმიტომ, რომ პროგრამა უნდა დასრულებულიყო, ბიუჯეტში ეს თანხა იყო მკაცრად გაწერილი, შუა საფინანსო წელს ჩვენ ამ დაფინანსებას ვერ შევწყვეტდით. ეს არაერთგვაროვან რეაქციას გამოიწვევდა საზოგადოებაში და ვფიქრობ, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამგვარი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდებოდნენ აბსოლუტურად მოუმზადებლად, მართლებიც იქნებოდნენ თავიანთ აღშფოთებაში, აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ პროგრამა უნდა დასრულდეს. ჩვენ ჩვენი ვალდებულება პირნათლად, ბოლომდე უნდა გავისტუმროთ, საქართველოს მთავრობის ვალდებულებებს ვგულისხმობ, საფინანსო ვალდებულებებს საზოგადოების წინაშე. პროგრამის მიწურულს უკვე, დაახლოებით, 28 ათასი ადამიანი იყო ჩართული პროგრამაში. ბევრმა გამოამჟღავნა ის უნარები, რაც უკვე დაეხმარა მას ან მომავალში დაეხმარება, რომ აქტიურ შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი იყოს, დასაქმდეს, ჩვენ გვაქვს ამგვარი ასობით შემთხვევა. ახლა რეგიონებიდან მოგვდის ციფრები, ვაწარმოებთ სტატისტიკას და მალე გვექნება სრული სურათი ამ პროგრამის დასრულების შემდეგ, რამდენი ადამიანი დასაქმდა რეგიონებში და რა მიმართულებით,“- განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმა -მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სოციალურად დაუცველების დასაქმების სახელმწიფო პროგრამას უსარგებლო უწოდა.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა