კირ სტარმერი თანამდებობას ტოვებს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის განცხადებით, პრემიერ-მინისტრისა და „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის თანამდებობიდან გადადგება.

სტარმერის თქმით, პოლიტიკაში მილიონობით ადამიანის ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლისთვის მოვიდა. მან ისაუბრა იმ გზაზე, რომელიც „ლეიბორისტებმა“ 2024 წლის ივლისიდან, ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდიდან გაიარეს.

სტარმერის თქმით, მემკვიდრეობით მიიღო „პოლიტიკურად, ფინანსურად და მორალურად გაკოტრებული“ „ლეიბორისტული პარტია“, რომელიც შეცვალა „ანტისემიტიზმის შხამის ამოღებით“.

„ეკონომიკის, თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების მიმართ ნდობა აღდგა“, - აღნიშნა სტარმერმა.

მისი თქმით, ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო, ქვეყნის პირველ ადგილზე დაყენებას ეხებოდა.

სტარმერის ინფორმაციით, დილით მეფე ჩარლზ III-ეს ესაუბრა და გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება აცნობა.

ამასთან, მან ლეიბორისტული პარტიის ეროვნულ აღმასრულებელ კომიტეტს სთხოვა, შეემუშავებინათ გრაფიკი, რომლის მიხედვითაც ლიდერობის კანდიდატების წარდგენა 9 ივლისს დაიწყება და შემოდგომამდე დასრულდება.

BBC-ი წერს, რომ ეს ნიშნავს, რომ ახალ ლიდერს, სექტემბერში პარლამენტის დაბრუნებამდე აირჩევენ. მანამდე კი სტარმერი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დარჩება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ