ალექსანდარ ვუჩიჩი მიხეილ ყაველაშვილს საქართველოში ვიზიტის შემდეგ მადლობის წერილს უგზავნის

სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი ქართველ კოლეგას საქართველოში ვიზიტის შემდეგ მადლობის წერილს უგზავნის.

წერილში ალექსანდარ ვუჩიჩი საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მზაობას გამოთქვამს.

„თქვენო აღმატებულებავ, ნება მომეცით მადლიერება გამოვხატო თქვენს ლამაზ ქვეყანაში ჩემი და ჩემი დელეგაციის განსაკუთრებული და თბილი მასპინძლობისათვის. თბილისში ჩამოსვლისთანავე ცხადი გახდა ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული გულითადი და ძმური ურთიერთობა. სერბეთის რესპუბლიკა და საქართველო არიან მეტი ვიდრე ორი ქვეყანა, რომლებსაც ჩამოყალიბებული აქვთ კარგი ორმხრივი ურთიერთობა - ჩვენ ვიზიარებთ საერთო ღირებულებებს, გვაქვს საერთო ისტორია, რომელიც ურთიერთგადაჯაჭვულია, განმტკიცებულია მართლმადიდებლობით, რამაც გაუძლო დროის მკაცრ გამოცდას. მე ვიყავი განსაკუთრებულად ბედნიერი და ამავე დროს შთაბეჭდილების ქვეშ იმ სწრაფი ტემპით, რომლითაც თქვენი ქვეყანა განიცდის პროგრესს და ასევე მისი ხელმძღვანელობისა და ხელისუფლების მზაობით, გამოიჩინონ მაქსიმალური ძალისხმევა საქართველოს წარმატებისა და ხელშესახები შედეგების მიღწევისათვის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობის საუკეთესო მომენტები ჯერ კიდევ წინ არის, ჩვენი ბიზნეს საზოგადოებებისა და მოქალაქეების სასარგებლოდ, რომლებსაც ერთმანეთის მიმართ ძლიერი სიყვარული აკავშირებთ. ჩემდამი თქვენი კეთილგანწყობა ნათლად იგრძნობოდა კახეთის რეგიონის სილამაზის ჩვენების ჟამს, როდესაც მისი მდიდარი კულტურა, ღვინის დაყენების ტრადიცია და რელიგიური ციხესიმაგრეები გამაცანით. მაშინ როდესაც, მოუთმენლად ველი ჩვენი ურთიერთობის და ძმური კავშირების შემდგომ გაღრმავებას, ვსარგებლობ შესაძლებლობით, რათა კიდევ ერთხელ განგიახლოთ ჩემი თქვენდამი გულითადი პატივისცემა”, - აღნიშნულია ალექსანდარ ვუჩიჩის მიერ ყაველაშვილისთვის გამოგზავნილ წერილში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ