ანა ბუჩუკური მაიკლ ო’ფლაერტს შეხვდა

სტრასბურგში შევხვდი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, მაიკლ ო’ფლაერტს - შეხვედრაზე ვისაუბრეთ არსებულ ვითარებაზე და კომისრის საქმიანობის მნიშვნელობაზე საქართველოსთვის ასეთ რთულ დროს, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის” პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ანა ბუჩუკური სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ბუჩუკური აღნიშნავს, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული ანგარიში კარგად ასახავს ქვეყანაში არსებულ მძიმე რეალობას.

„დღეს სტრასბურგში შევხვდი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, მაიკლ ო’ფლაერტს. მან რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა საქართველოს შესახებ ანგარიში, რომელიც კარგად ასახავს ჩვენს ქვეყანაში არსებულ მძიმე რეალობას ადამიანის უფლებათა მიმართულებით, განსაკუთრებით - განსხვავებული, კრიტიკული აზრის მქონე ადამიანების ჩაგვრის თვალსაზრისით.

შეხვედრაზე ვისაუბრეთ არსებულ ვითარებაზე და კომისრის საქმიანობის მნიშვნელობაზე საქართველოსთვის ასეთ რთულ დროს“, - წერს ბუჩუკური.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ