გიორგი ჭიჭინაძე - საპენსიო სააგენტოს შექმნიდან 2025 წლის ჩათვლით, საპენსიო შენატანების საერთო რაოდენობამ 6 მილიარდ 200 მილიონ ლარზე მეტი, ხოლო მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში, მილიარდ 400 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა

2019 წლიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, საპენსიო შენატანების საერთო რაოდენობამ შეადგინა 6 მილიარდ 200 მილიონ ლარზე მეტი, ხოლო მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში, საპენსიო შენატანების ჯამურმა მოცულობამ - მილიარდ 400 მილიონ ლარზე მეტი. პენსიების სახით 2025 წელს 11 367 პირზე გაიცა საპენსიო აქტივები, რამაც 62,8 მილიონი ლარი შეადგინა, - ამის შესახებ საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს საპენსიო ფონდის 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

2025 წლის ბოლოსთვის საპენსიო ფონდის აქტივების წმინდა ღირებულებამ 8 მილიარდ 200 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 2,2 მილიარდი ლარით მეტია.

„აქტივების ზრდა განპირობებული იყო, როგორც მონაწილეთა გაზრდილი საპენსიო შენატანებით, ასევე მაღალი საინვესტიციო შედეგებით. საანგარიშო პერიოდში ინვესტიციებიდან მიღებულმა მოგებამ მიაღწია ისტორიულ მაქსიმუმს- 796 მილიონ ლარს გადააჭარბა, ხოლო ფონდის დააარსებიდან დღემდე დაგენერირებულმა საინვესტიციო ამონაგებმა 2,2 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

2025 წლის განმავლობაში სისტემაში გაწევრიანდა 125 ათასზე მეტი ახალი მონაწილე, ხოლო წლის ბოლოსთვის რეგისტრირებულმა მონაწილემ შეადგინა მილიონ 700 ათასზე მეტი ადამიანი. საპენსიო სქემაში დღეის მონაცემებით მილიონ 500 ათასზე მეტი აქტიური მონაწილეა დარეგისტრირებული.

საინვესტიციო საქმიანობის კუთხით 2025 წელი ერთ-ერთი წარმატებული წელი აღმოჩნდა - ფონდის ნომინალურმა წლიურმა ამონაგებმა 11,8%, ხოლო რეალურმა ამონაგებმა 7,6% შეადგინა. რეალური ამონაგები არის ინფლაციით შესწორებული. 2025 წელს საპენსიო ფონდის მიერ ადგილობრივ კორპორაციულ ობლიგაცებში განხორციელებულმა ინვესტიციებმა 100 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც წლის განმავლობაში განხორციელებული ადგილობრივი ემისიების დაახლოებით მეხუთედს შეადგენდა,“ - განაცხადა გიორგი ჭიჭინაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა