ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე - ეფექტი არის - ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა

გამოხატვა არ უნდა ლახავდეს სხვა ადამიანის ღირსებას - ჩვენი თანამშრომლები ნამდვილად ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო ასეთი შემთხვევები, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა ასეთი ქმედებები, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მოსაზრება, რომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ მოქმედი სამმართველო მარტო ერთი კონკრეტული მხარის სასარგებლოდ მოქმედებს, სიმართლეს არ შეესაბამება.

დარახველიძე განმარტავს, რომ დაჯარიმებულ ადამიანებს შორის არიან ისინიც, რომლებმაც კონკრეტული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს შეურაცხყოფა მიაყენეს და შესაბამისი პოზიცია საჯარო სივრცეში გამოხატეს.

“თუკი ადგილი აქვს აზრის გამოხატვას და ეს არ გადადის ზღვარგადასულ ლანძღვა-გინებაში, კონკრეტულ ადამიანებზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებაში, ბუნებრივია, ეს დაცულია გამოხატვის თავისუფლებით. რაც შეეხება კონკრეტულ საქმეებს, რომელიც შსს-მ წარვადგინეთ სასამართლოში, ალბათ, თითოეულ თქვენგანს კარგად შეგიძლიათ ნახოთ, რომ თითქმის ყველა განცხადება, რომელზეც მოხდა რეაგირება, იყო ლანძღვა-გინება, უხამსობები. შეიძლება ადამიანმა გააკრიტიკოს კონკრეტული პოლიტიკა და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმართულება, მაგრამ აქ არის ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად უხამსობა, ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება. გამოითქვა მოსაზრება, რომ სამმართველო მარტო ერთი კონკრეტულ მხარის სასარგებლოდ მოქმედებს. კარგად ნახეთ, რომ დაჯარიმდნენ ადამიანები, რომლებმაც მაგალითად, კონკრეტული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მიმართ გამოიჩინეს შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება და გამოხატეს საკუთარი პოზიცია საჯარო სივრცეში. გამოხატვის თავისუფლებით დაცულია კონკრეტული პირების უფლება, რომ გამოხატონ საკუთარი პოზიცია, მაგრამ ეს გამოხატვა არ უნდა ლახავდეს სხვა ადამიანის ღირსებას. როგორც კი სხვა ადამიანის ღირსებას ლახავს, ეს არის ლანძღვა-გინება და ეს ყველაფერი არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ბუნებრივია, ჩვენი ვალდებულებაა, მოვახდინოთ რეაგირება. ეფექტი არის ის, რომ ჩვენი თანამშრომლები ნამდვილად ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო ასეთი შემთხვევები, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა ასეთი ქმედებები,” - განაცხადა დარახველიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ