მიმდინარე კვირაში პარლამენტში სახალხო დამცველის, გენერალური პროკურორისა და გენერალური აუდიტორის ანგარიშების მოსმენაა დაგეგმილი

მიმდინარე კვირაში პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენასთან ერთად, სახალხო დამცველის, გენერალური პროკურორისა და გენერალური აუდიტორის ანგარიშების მოსმენაა დაგეგმილი.

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„23 ივნისს კანონპროექტების განხილვასთან ერთად, გვექნება სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენა. 24 ივნისს გვექნება გენერალური პროკურორის ანგარიშის მოსმენა. 25 ივნისს გვექნება გენერალური აუდიტორის ანგარიშის მოსმენა და 26 ივნისს გვექნება პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიშის მოსმენა. ასე დავასრულებთ საგაზაფხულო სესიას.

გარდა ამისა, კანონპროექტებთან ერთად, ჩვენ გვაქვს ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურნეო საბჭო დასაკომპლექტებელი. 3 ვაკანსიაზე იყო გამოცხადებული კონკურსი. გაიარა კომისია. წარედგინა ფრაქციებს, ფრაქციებმა დაასახელეს კვოტიდან გამომდინარე მათთვის სასურველი კანდიდატები და კენჭისყრა ხვალ გვექნება ამ კანდიდატებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ოთხივე დღე დაგვჭირდება პლენარული სხდომებისთვის“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ