თბილისში, გოთუას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა - ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი საქმიანობას ახალ მისამართზე, ახალი სახელწოდებით აგრძელებს

ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი საქმიანობას ახალ მისამართზე ახალი სახელწოდებით აგრძელებს. გოთუას სამედიცინო ცენტრი, რომელიც უკვე ოფიციალურად გ.ჟვანიას #2-ში გაიხსნა, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის მრავალწლიანი საქმიანობისა და განვითარების ახალი ეტაპია.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილება, პაციენტებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა და სამედიცინო სფეროში მიღწეული შედეგები საფუძვლად დაედო ახალ სახელწოდებას, რომელიც პატივს სცემს წარსულს და ამავდროულად გამოხატავს სამომავლო ხედვას.

„მსოფლიო ტენდენციები ალერგოლოგიასა და კლინიკური იმუნოლოგიის მიმართულებით გვკარნახობს მულტიდისციპლინურ, ინტეგრირებულ მიდგომას. სწორედ ამ პრინციპს ეფუძნება გოთუას სამედიცინო ცენტრის ხედვა. ცენტრი აერთიანებს სხვადასხვა სპეციალობის ექიმებს, თანამედროვე სამედიცინო მიდგომებსა და საერთაშორისო პროფესიულ თანამშრომლობას, რათა პაციენტს შევთავაზოთ დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ის სტანდარტები, რომელიც მსოფლიო სამედიცინო პრაქტიკას შეესაბამება. ახალი ცენტრი ძველი ცენტრის ბაზარზე გაიხსნა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ალერგიისა და იმუნოლოგიის მიმართულებით პაციეტების მიღებას და ამას ემატება ახალი მიმართულებები. ვიწყებთ იმ მომიჯნავე დარგების განვითარებასაც, რომლებიც ახლოს არის ალერგია-იმუნოლოგიასთან. ჩვენი მიზანია, პაციენტებს უფრო მეტი შესაძლებლობა მივცეთ სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ,“ - აცხადებს გოთუას სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორი მაია გოთუა.

27 წლის განმავლობაში დაგროვებულმა კლინიკურმა გამოცდილებამ და უწყვეტმა პროფესიულმა განვითარებამ ცენტრი რეგიონის ერთ-ერთ წამყვან და რეფერენსულ დაწესებულებად აქცია. დღეს იქ მკურნალობას გადიან არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მეზობელი ქვეყნების პაციენტებიც, რაც დიდ პროფესიონალიზმზე მიუთითებს.

„საქართველოს შეემატა კიდევ ერთი მულტიდისციპლინური ცენტრი. ჩვენი ქვეყნისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ალერგოლოგია ძალიან ბევრ მომიჯნავე და ახლოს მდგომ დარგს კვეთს. ახალი ცენტრის კონცეფციაც სწორედ იმას გულისხმობს, რომ ალერგიასთან დაკავშირებული ყველა მონათესავე მიმართულება ერთ სივრცეში იყოს ხელმისაწვდომი. ვამაყობთ, რომ სწორედ ჩვენი დარგია ის სამედიცინო მიმართულება, რომლის პაციენტებიც ყველაზე ნაკლებად გაედინებიან ქვეყნიდან საზღვარგარეთ დაავადების დიაგნოსტიკისა თუ მკურნალობისთვის,“ - აღნიშნავს გოთუას სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორი ბიძინა კულუმბეგოვი.

ახალი სამედიცინო ცენტრის გახსნას დაესწრნენ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, სამედიცინო სფეროს წამყვანი ექსპერტები, დარგის სპეციალისტები, პარტნიორი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, ასევე მოწვეული სტუმრები.

(R)

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა